კონსტანტინე წერეთელი –100
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ებრაისტიკა-არამეისტიკის სასწავლო-სამეცნიერო კათედრა 25-26 ნოემბერს გამართავს აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები 2021 წლის 20 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: tsuconference@tsu.ge
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება პლენარულ სხდომაზე – 20 წუთი
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
გთხოვთ, დაიცვათ თეზისების გაფორმების წესი!
თეზისები მიიღება ქართველი ავტორებისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე.
უცხოელი ავტორებისთვის - ინგლისურ ენაზე.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
კონფერენციის სამუშაო ენები – ქართული, ინგლისური.
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმაზე).
თეზისები განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.
საკონტაქტო პირები: ასოცირებული პროფესორი მარიამ ჩაჩიბაია;
ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი; ფილოლოგიის დოქტორი სოფიო თოთიბაძე.
თსუ, I კორპუსი, 204-ე ოთახი.